среда, 2 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელი: რატომ უნდა ვიცოდეთ მათემატიკა

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ რატომ არის საჭირო მათემატიკის ცოდნა მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით :

ა)მათემატიკის საჭირო ცოდნა ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.(თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე, ინტერვიუები,ფოტოგადაღებები).იკვლევენ რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ ადამინები და რისთვის იყენებენ ცხოვრებაში.

ბ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ცხოვრებაში.(ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები). გ) მათემატიკური სტატისტიკა.(დაკვირვება, გრაფიკების, ცხრილების და დიაგრამების აგება). დ) მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში. მათემატიკის მნიშვნელობა გლეხკაცის ცხოვრებაში. (საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა დაწონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).

მონაწილეთა ასაკი   14-18 წწ.

ვადა ხანგრძლივობა  1-2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების  მეთოდით საკითხებში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა,

მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას,შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.

პროდუქტები: ფოტოალბომი,პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა,დიაგრამების ცხრილების გრაფიკების აგება, ბლოგები შექმნილი შექმნილი მასალების მიხედვით.

სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მშობლიური  ენასა და ლიტერატურის როლი,მისიცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.

ისტორია-გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.

გეოგრაფია-სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.

უცხო ენა- ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.

ისტ- განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა;

პროექტის ფასილიტატორი: მანანა სირაძე.

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: m.siradze1@gmail.com